https://sputnik-georgia.com/20220126/devnilebma-aqcia-gamartes-video-263913700.html
დევნილებმა ხელისუფლებას ბინებით უზრუნველყოფა მოთხოვეს - ვიდეო
დევნილებმა ხელისუფლებას ბინებით უზრუნველყოფა მოთხოვეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს 26.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-26T23:54+0400
2022-01-26T23:54+0400
2022-01-26T23:54+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1a/263913656_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_113f4d17dbd854d02503afbbcea4a1d3.jpg
ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ამტკიცებენ, რომ შენობა ავარიულია და აცხადებენ, რომ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ისინი მთავრობისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებთ სთავაზობს ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წლის ბოლომდე. დევნილებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ ბინები, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაც 550 დოლარს არ აღემატება. მანამდე უწყება მზადაა, დაეხმაროს მათ ბინების დაქირავებაში და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ისინი სანატორიუმის ამორტიზებული შენობიდან. საცხოვრებელი ფართის ქირას წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის.„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ბინების საბაზრო ღირებულება. მადლობა უნდა ვთქვათ, თუ 550 დოლარად შავ კარკასს შევიძენთ. ამიტომ ეს წინადადება აბსურდულია. ვითხოვთ, დაგვაკმაყოფილონ გაკეთებული ბინებით, როგორც ეს სხვა დევნილების შემთხვევაში გააკეთეს“, - აღნიშნა ირმა ნაჭყებიამ. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1a/263913656_260:0:1220:720_1920x0_80_0_0_003fb02fcfc97c6533ba258db56c027e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
დევნილებმა ხელისუფლებას ბინებით უზრუნველყოფა მოთხოვეს - ვიდეო
თბილისის გარეუბანში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ამტკიცებენ, რომ შენობა ავარიულია და აცხადებენ, რომ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ისინი მთავრობისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებთ სთავაზობს ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წლის ბოლომდე. დევნილებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ ბინები, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაც 550 დოლარს არ აღემატება. მანამდე უწყება მზადაა, დაეხმაროს მათ ბინების დაქირავებაში და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ისინი სანატორიუმის ამორტიზებული შენობიდან. საცხოვრებელი ფართის ქირას წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ბინების საბაზრო ღირებულება. მადლობა უნდა ვთქვათ, თუ 550 დოლარად შავ კარკასს შევიძენთ. ამიტომ ეს წინადადება აბსურდულია. ვითხოვთ, დაგვაკმაყოფილონ გაკეთებული ბინებით, როგორც ეს სხვა დევნილების შემთხვევაში გააკეთეს“, - აღნიშნა ირმა ნაჭყებიამ. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.