https://sputnik-georgia.com/20220126/cxaize-seizleba-erti-tvis-ganmavlobasi-naxevari-milioni-inficirebuli-gvyavdes-263892006.html
ჩხაიძე: შეიძლება 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს
ჩხაიძე: შეიძლება 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს
Sputnik საქართველო
ვარაუდობენ, რომ საქართველოში 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული იქნება. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.
2022-01-26T13:31+0400
2022-01-26T13:31+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898337_0:47:3056:1766_1920x0_80_0_0_4b5dcab722bb0ae71feb703344246af6.jpg
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი იქნება.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 17.530 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898337_325:0:3056:2048_1920x0_80_0_0_429179b9b5c5d3fc8053f01b21de7553.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იმუნიტეტი კორონავირუსი ჩხაიძე ომიკრონი
იმუნიტეტი კორონავირუსი ჩხაიძე ომიკრონი
ჩხაიძე: შეიძლება 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს
13:31 26.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 ათასს აჭარბებს.
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი იქნება.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.
„არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, მივიღოთ პოპულაციური იმუნიტეტი, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი მექანიზმია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 17.530 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.