რა მოხდება, თუ ზღვის კომბოსტოს ხშირად მიირთმევთ: სარგებელი და ზიანი

© Pixabay / zuzyusaზღვის კომბოსტო, ლამინარია
ზღვის კომბოსტო, ლამინარია - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. ზღვის კომბოსტო იოდის წყაროა, რომელიც ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის გამართულად მუშაობისთვის ესაჭიროება, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი მარინა მაკიშა.
მისი თქმით, ზღვის კომბოსტო, იგივე ლამინარია, დაბალკალორიული პროდუქტია − 100 გრამი მხოლოდ 10 კილოკალორიას უტოლდება, თუმცა დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. სწორედ ამის გამო აჩენს ის დანაყრების შეგრძნებას ზედმეტი ცხიმების გარეშეც კი.
ამასთან ექიმმა განმარტა, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორ ლამინარიას მიირთმევთ.

„საქმე ისაა, რომ ზღვის კომბოსტოს ხშირად უმატებენ შაქარსა და ცხიმს. ამ დროს კერძი კალორიული და ამასთან მავნებელიც ხდება. ამიტომ სჯობს, შეიძინოთ ცოცხალი, გაყინული, კონსერვირებული ან გამხმარი ზღვის კომბოსტო და თავად მოიმზადოთ კერძი“, − აცხადებს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, ლამინარია დიდი რაოდენობით იოდს, А, В, С, Е და D ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. მასში ასევე შედის ენტერომასორბირებელი ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმიდან ღრუბლის მსგავსად იწოვს ტოქსინებს, მავნე ბაქტერიებსა და შლაკებს.
ლამინარიას მიღება რეკომენდებულია:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას,
ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის,
ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვის,
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.
გარდა ამისა, ექიმები იოდის შემცველი ზღვის კომბოსტოს ჭამას ურჩევენ ბავშვებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს, ასევე მათ, ვინც აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ შრომას ეწევა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების უმეტესობას ლამინარიის სადღეღამისო ნორმად 40 გრამი მიაჩნია.

ზღვი კომბოსტოს ზიანი

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის კომბოსტო ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მას გარკვეული უკუჩვენებებიც აქვს.
ასე მაგალითად, ლამინარიის მიღება რეკომენდებული არ არის:
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცისას, როდესაც ჰორმონები ჭარბად გამომუშავდება;
ჰემორაგიული პათოლოგიებისას, ვინაიდან ლამინარიას მკაფიოდ გამოხატული საფაღარათე მოქმედება ახასიათებს,
ალერგიული რეაქციებისას.

ზღვის კომბოსტო კულინარიაში

ლამინარიას საკმაოდ სპეციფიკური გემო და სუნი აქვს მასში შემავალი იოდის გამო. მიუხედავად ამისა, მას ძალიან ხშირად ამატებენ სალათებში, მიირთმევენ კონსერვის სახიტა და ასევე გამხმარსა თუ მოხარშულს.
ზღვის კომბოსტო შესანიშნავად ეხამება ზღვის პროდუქტებს, ფრინველის ხორცს, სოკოს, კვერცხსა და სხვადასხვა ბოსტნეულს.
ქვემოთ ზღვის კომბოსტოს სალათის ერთ რეცეპტსაც გთავაზობთ.
თქვენ დაგჭირდებთ:
კონსერვირებული ზღვის კომბოსტო − 200 გ;
კონსერვირებული ბარდა − 100 გ;
მოხარშული კვერცხი − 4 ცალი;
ოხრახუში − 10 გ;
არაჟანი (15%-იანი) – 2 სუფრის კოვზი;
მარილი და წიწაკა − გემოვნებით.
მომზადების წესი:
დაჭერით კვერცხი მომცრო კუბებად და დაამატეთ ზღვის კომბოსტო, ბარდა, ოხრახუში და არაჟანი. კარგად აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.
ყველა ახალი ამბავი
0