https://sputnik-georgia.com/20220125/tbilisshi-binebis-pasebi-axalashenebul-korpusebshi-263857281.html
თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ კორპუსებში: ახალი სტატისტიკა
თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ კორპუსებში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2021 წლის ბოლოს ე.წ. შავი კარკასის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2.210 ლარს შეადგენდა.
2022-01-25T10:41+0400
2022-01-25T10:41+0400
2022-01-25T10:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/48/248474803_0:295:3000:1983_1920x0_80_0_0_059867aeeca647d439de64a7361becae.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეოთხე კვარტალში 1,2%-ით გაიზარდა, ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით, ფასები 2,1%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით, 2,3% შეადგინა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში თბილისშირაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარშიმეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით ახალაშენებულ სახლებზე ფასების ზრდამ 1,6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 1,6%-ით გაიზარდა.ახალი კერძო სახლების ფასები თბილისშირაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2. 110 ლარს, თეთრი კარკასი – 2.600 ლარს, მწვანე კარკასი – 2.950 ლარს. შედარებისთვის: 2020 წლის მეოთხე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.093 ლარი, თეთრი – 2.716, მწვანე – 3.179 ლარი.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/48/248474803_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6b1e331f84c33538062c13b4375304d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქარველო ეკონომიკა ბინების ფასი თბილისში მშენებარე კორპუსები შავი კარკასი თეთრი კარკასი
საქარველო ეკონომიკა ბინების ფასი თბილისში მშენებარე კორპუსები შავი კარკასი თეთრი კარკასი
თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ კორპუსებში: ახალი სტატისტიკა
ახალაშენებულ სახლებში ე.წ. შავი კარკასის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2021 წლის მესამე კვარტალში 2.210 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეოთხე კვარტალში 1,2%-ით გაიზარდა, ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით, ფასები 2,1%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით, 2,3% შეადგინა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით ახალაშენებულ სახლებზე ფასების ზრდამ 1,6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 1,6%-ით გაიზარდა.
ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2. 110 ლარს, თეთრი კარკასი – 2.600 ლარს, მწვანე კარკასი – 2.950 ლარს. შედარებისთვის: 2020 წლის მეოთხე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.093 ლარი, თეთრი – 2.716, მწვანე – 3.179 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.