https://sputnik-georgia.com/20220125/saqartvelos-kinoakademias-axali-prezidenti-hyavs-263881724.html
საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
Sputnik საქართველო
კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის ვაჟია.
2022-01-25T20:24+0400
2022-01-25T20:24+0400
2022-01-25T20:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/62/246596218_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_fdf16721b6fa750036979db9b97c9eb9.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს კინოაკადემიის ახალი პრეზიდენტი გახდა კონსტანტინე (მინდია) ესაძე - ამ პოსტზე ის ოთხი წლით აირჩიეს.კინოაკადემიის წევრთა რიგგარეშე ყრილობაზე კონსტანტინე ესაძემ დამსწრეთა 80 ხმა მიიღო (53,7%).ყრილობაში მონაწილეობა მიიღო კინოაკადემიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (150 წევრი) და მათ თავიანთი არჩევანი ფარული კენჭისყრით დააფიქსირეს.როგორც ცნობილია, კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა კინოაკადემიის ექვსი წევრი.საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენების შედეგად, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:1 ბიულეტენი გაბათილდა.კონსტანტინე ესაძემ კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა 2019 წელს არჩეული რეჟისორი ბუბა (რამაზ) ხოტივარი, რომელიც 2021 წლის მაისში გარდაიცვალა. ხოტივარის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით ასრულებდა კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ აბრამიშვილი.კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის ვაჟია. კონსტანტინე ესაძე რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. არის კომპანია Caucasian Film Service-ის დამფუძნებელი.ესაძე არის დამდგმელი ოპერატორი ფილმების: „დედე", „დინოლა", „თვე, „როგორც ერთი დღე", „პრეზიდენტი", „გაიღიმეთ", „ბოლო გასეირნება", „რენე მიდის ჰოლივუდში", „ომი და ქორწილი" და სხვა. ესაძე ასევე აქტიურად მუშაობს სარეკლამო სფეროში.2017 წელს მიენიჭა რუსეთის კინემატოგრაფისტთა გილდიის პაველ ლებეშევის პრემია „ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის". ჯილდო რეჟისორს ხანტი-მანსიისკში, კინოდებიუტის მე-14 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალზე „ცეცხლის სული“ გადაეცა. კონსტანტინე ესაძის საოპერატორო ნამუშევარი შეაფასეს რეჟისორ ნიკ სარქისოვის ფილმში „წითელი“.წყარო - საქართველოს კინოაკადემია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/62/246596218_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_3f4b6ba888fd491130464f104a95c25f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კინოაკადემია პრეზიდენტი
საქართველო კინოაკადემია პრეზიდენტი
საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
20:24 25.01.2022 (განახლებულია: 20:25 25.01.2022) კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის ვაჟია.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს კინოაკადემიის ახალი პრეზიდენტი გახდა კონსტანტინე (მინდია) ესაძე - ამ პოსტზე ის ოთხი წლით აირჩიეს.
კინოაკადემიის წევრთა რიგგარეშე ყრილობაზე კონსტანტინე ესაძემ დამსწრეთა 80 ხმა მიიღო (53,7%).
ყრილობაში მონაწილეობა მიიღო კინოაკადემიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (150 წევრი) და მათ თავიანთი არჩევანი ფარული კენჭისყრით დააფიქსირეს.
როგორც ცნობილია, კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა კინოაკადემიის ექვსი წევრი.
საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენების შედეგად, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გიორგი თორაძე 38 ხმა - 25.5%
გიორგი გურგულია 12 ხმა - 8,1%
ქეთევან ჯანელიძე 7 ხმა - 4.7%
ელგუჯა ბურდული 3 ხმა - 2%
კონსტანტინე ესაძემ კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა 2019 წელს არჩეული რეჟისორი ბუბა (რამაზ) ხოტივარი, რომელიც 2021 წლის მაისში გარდაიცვალა. ხოტივარის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით ასრულებდა კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ აბრამიშვილი.
კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის ვაჟია. კონსტანტინე ესაძე რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. არის კომპანია Caucasian Film Service-ის დამფუძნებელი.
ესაძე არის დამდგმელი ოპერატორი ფილმების: „დედე", „დინოლა", „თვე, „როგორც ერთი დღე", „პრეზიდენტი", „გაიღიმეთ", „ბოლო გასეირნება", „რენე მიდის ჰოლივუდში", „ომი და ქორწილი" და სხვა. ესაძე ასევე აქტიურად მუშაობს სარეკლამო სფეროში.
2017 წელს მიენიჭა რუსეთის კინემატოგრაფისტთა გილდიის პაველ ლებეშევის პრემია „ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის". ჯილდო რეჟისორს ხანტი-მანსიისკში, კინოდებიუტის მე-14 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალზე „ცეცხლის სული“ გადაეცა. კონსტანტინე ესაძის საოპერატორო ნამუშევარი შეაფასეს რეჟისორ ნიკ სარქისოვის ფილმში „წითელი“.