საქართველოს ფუტსალის ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მატჩისთვის ემზადება

© Facebook / Georgian Football Federationსაქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გამარჯვების შემთხვევაში 1/4 -ფინალური ეტაპის საგზურს ერთი ტურით ადრე მოიპოვებს.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა დღეს გრონინგენში მორიგი ვარჯიში გამართა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 26 იანვარს ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვალ საქართველოს ეროვნულის ნაკრების პრესკონფერენცია გაიმართება, შემდეგ კი ასათიანის შეგირდები მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებენ.
მომავალი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა. ეროვნული გუნდის მეკარემ პირველ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველომ აზერბაიჯანი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა საქართველოსთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში. მიუხედავად ამისა, გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და დაცვაზე გადაეწყვნენ. კუპატაძემ აღნიშნა, რომ ქართულმა გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა და მისი აზრით, დამსახურებულად გაიმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხშირად 5/4-ზე თამაშობს. ძალიან სერიოზული გუნდია, თუმცა მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კუპატაძემ.

ევრო 2022-ის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ბოსნია-ჰერცოგოვინა პირველ ტურში ესპანეთთან დიდი ანგარიშით 5:1 დამარცხდა. მეორე ტურის მატჩები 26 იანვარს გაიმართება, საქართველოს ნაკრების შეხვედრა კი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0