„ცხოვრება გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული“ -ქავთარაძე
© Facebook / Nika Kavtaradzeნიკა ქავთარაძე

© Facebook / Nika Kavtaradze
გამოწერა
ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
ნიკა ქავთარაძის ცხოვრებაში 2022 წელი არც ისე კარგად დაიწყო. იუმორისტს ჯერ კოვიდი დაუდასტურდა, შემდეგ კი „ფორმულაზე“ იუმორისტული გადაცემა, რომლის ავტორი და წამყვანი თავად გახლდათ, დაიხურა. ასევე შეჩერებულია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები, რომელშიც ნიკა ქავთარაძე ერთ-ერთ გამორჩეულ როლს ასრულებს.
ქავთარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ არ გაუმართლა და იმისთვის რომ თავი ირჩინოს, ერთდროულად რამდენიმე სამსახურში უწევს მუშაობა.
„ისეთი პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ. ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. მე და ჩემ ქართველ „კოლეგებს“ არ გაგვიმართლა ამ მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა - შოუბიზნესის. ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს ფსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული. არც ახლა მილხინს - დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში“, - წერს ქავთარაძე.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქთეში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენეად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება.