მოსახლეობის თხოვნით: თბილისში ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

© Sputnik / Alexander Imedashviliდიდი დიღომი
დიდი დიღომი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1.6 მლნ ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის დასაწყისში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დღეს სივრცის მოწყობის პროცესს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე დაესწრნენ.
„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში მოეწყობა ამფითეატრი, ველობილიკი, შადრევანი, საბავშვო და ფიტნეს სივრცე. ასევე, დამონტაჯდება LED-განათების სისტემა და სკვერში განთავსდება ყველა საჭირო ინვენტარი.
ამასთან, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები იგეგმება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური ბალახი და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მისთვის პრიორიტეტულია.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0