Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საუკეთესოები ხართ“ - ქართველ მონიკა ბელუჩის მეზღვაური ქმარი მაკიაჟს უკეთებს - ფოტოები

© Facebook / Lorena Zoidzeლორენა ზოიძე
ლორენა ზოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
ლორენა ზოიძემ სოციალურ ქსელში რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა
ბათუმელ მოდელს ლორენა ზოიძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ხელმომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.
ლორენა წერდ, რომ მეზღვაურის ცოლობა წარმოუდგენელ მონატრებასთან ასოცირდება და ამიტომ ყოველთვის ამბობდა, რომ მეზღვაურს არ გაჰყვებოდა ცოლად, მაგრამ ცხოვრებაში ვერ აარჩევ ვინ შეგიყვარდება.
როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება უწევს ხოლმე. ამის შესახებ მოდელმა ცოტა ხნის წინ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
ლორენა წერდა, რომ მეზღვაურის ცოლობა წარმოუდგენელ მონატრებასთან ასოცირდება და ამიტომ ყოველთვის ამბობდა, რომ მეზღვაურს არ გაჰყვებოდა ცოლად, მაგრამ ცხოვრებაში ვერ აარჩევ ვინ შეგიყვარდება.
როგორც ჩანს, ლორენას მეზღვაური ქმარი შორეული ნაოსნობიდან დაბრუნდა და წყვილი სამოგზაუროდ თურქეთში იმყოფებოდა. გოგონამ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უკეთებს მაკიაჟს მას ქმარი. „საუკეთესოები ხართ“, „სიყვარულები“, „ულამაზესი წყვილი“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში.
ყველა ახალი ამბავი
0