Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უჩივლა...“ - ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი სკანდალური დაშორების შემდეგ შერიგდნენ?

© Facebook / Lela Kiladzeლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი
ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
ლელა კილაძემ რამდენიმე თვის წინ გუკა რჩეულიშვილს უჩივლა
პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი ნოე სულაბერიძის სტუმარია. გუკა იხსენებს ლელა კილაძესთან შეხვედრას და ამბობს, რომ როდესაც მას ჩაეხუტა, იგრძნო, რომ ერთად იქნებოდნენ.
„აღმოვაჩინე, რომ თურმე შეყვარებული ვარ და არც ისე იოლი იყო ეგ ამბავი“, - იხსენებს ლელა კილაძე. ნოე სულაბერიძე გუკა რჩეულიშვილს ასევე ეკითხება, ჰქონდა თუ არა გიგი უგულავასთან მძაფრი საუბარი ლელა კილაძესთან რომანის დაწყების შემდეგ. ლელაც საუბრობს ამაზე და ამბობს, რომ მისთვის რთული გასახსენებელია ის პერიოდი და საუბარი უჭირს.
როგორც ჩანს, წყვილი სკანდალური დაშორების შემდეგ, კვლავ ერთადაა. 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ ლელამ ქმარს, რომელთანაც ოთხწლიანი ქორწინება აკავშირებდა, სასამართლოში უჩივლა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ცოტა კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გუკა რჩეულიშვილზე პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გასცა, თუმცა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და ის დააკავეს.
ლელა კილაძე და გიგი უგულავა 2016 წელს სკანდალურად დაშორდნენ. მაშინ უგულავამ სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა და აღნიშნა, რომ მან და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს. „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ“, – დაწერა გიგი უგულავამ და საზოგადოებას თავისი ოჯახის დანგრევის შესახებ აცნობა. თუმცა, მითქმა-მოთქმას მაინც ვერ ასცდა. მათ პარალელურად, 2016 წელსვე დაშორდნენ ერთმანეთს მსახიობი ნუცა კუხიანიძე და გუკა რჩეულიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0