გახარიას პარტიისა და „ქართული ოცნების“ ურთიერთბრალდებები – შიდაპოლიტიკური კინკლაობა

© Government of Georgiaნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
საქართველოში გრძელდება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური ნიშნით დევნაში დასდო ბრალი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, შემხვედრი ბრალდებები წამოაყენეს.
როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, პარტიის მომხრეებს სახელმწიფო სამსახურებიდან ათავისუფლებენ, ამიტომ პარტიის რიგები თხელდება.
გასულ კვირაში პარტიის აჭარის ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე ერთდროულად 14–მა წევრმა განაცხადა, მიზეზად ხელმძღვანელობასთან უთანხმოება დასახელდა. გახარიას გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მათმა თანაპარტიელებმა ეს გადაწყვეტილება გარედან ზეწოლის გამო გააკეთეს.
„როგორც ჩანს, „ოცნება“ ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია „საქართველოსთვის“ გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია „ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მით უმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მან დასძინა, რომ მმართველი პარტია ძალოვან უწყებებს ინსტრუმენტად იყენებს.
შემოდგომაზე არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში მესამე ადგილი აჩვენა და ავტონომიის ყველა საკრებულოში თავისი წარმომადგენლები გაიყვანა.
ხელისუფლების რეაქცია
ყოფილი თანამებრძოლების ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ ცილისწამება უწოდეს.

„რაც შეეხება ე.წ. ზეწოლებს... რა ინსინუაციაც არ უნდა მოიფიქრონ ან მოიგონონ გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, ისინი ვერ გაექცევიან საზოგადოებრივ გაკიცხვას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან დეპუტატმა უმრავლესობიდან დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე ექს–პრემიერის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„ბოლო მოვლენები... ცხადზე ცხადად ადასტურებს, რომ რეალურად ეს ორი ძალა, ერთი მხრივ დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხრივ მოღალატეობის გზაზე დამდგარი გახარიას პარტია ნამდვილად თანამშრომლობენ და ნამდვილად გააჩნიათ თავისი ალიანსი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
გახარიას პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში პროპორციული სისტემით მესამე შედეგი აჩვენა (დათმო „ოცნებასთან“ და „ნაცმოძრაობასთან“). იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც სხვაობა საკრებულეობში „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს შორის მინიმალურია. გახარიას პარტიის დეპუტატების ხმა გადამწყვეტია.
ყველა ახალი ამბავი
0