Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის აფეთქება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა „ომიკრონის“ გავრცელებას უკავშირდება
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, რაც, ექსპერტების შეფასებით, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებით არის განპირობებული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა - ტესტირებამ 15.762 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რაც წინა დღესთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. ათი დღის წინ ზრდა 5.504 იყო.
მეზობელი ქვეყნებშიც მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ რიცხვები გაცილებით მცირეა. მაგალითად, სამშაბათს აზერბაიჯანში 2.468 ახალი ინფექცია დაფიქსირდა, 16 იანვარს კი 808.
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.332 შეადგინა, თუმცა 16 იანვარს მხოლოდ 240 იყო.
საქართველო ასევე ლიდერობს სიკვდილიანობით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად დადგა. მაშინ როდესაც სომხეთში 10 დღეში 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო აზერბაიჯანში - 122, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 349-მდე გაიზარდა.
საქართველო არ უთმობს პირველობას მეზობელ ქვეყნებს პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვითაც - სომხეთი (353.731), აზერბაიჯანი (636.956) და საქართველო (1.075.154).
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობას - შესაბამისად 10,1 მილიონი და 3,7 მილიონი. სომხეთში 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ამ სიაში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს - 46,8%. საქართველოში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42,1%. ბევრჯერ ნაკლებია აცრილი სომხეთში - მხოლოდ 27,7%.
აზერბაიჯანში ვაქცინაცია დაიწყო 2021 წლის იანვარში, საქართველოში - 2021 წლის მარტში, სომხეთში - 2021 წლის აპრილში.
ყველა ახალი ამბავი
0