საქართველო ცნობილი ამერიკელის 2022 წლის სამოგზაურო სიაშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
რიჩარდ ბენგზმა სამოგზაურო თავგადასავლები დაუგეგმა ცნობილ ბიზნესმენებს, მათ შორის: ბილ გეითსს, ჯეფ ბეზოსს, ბარი დილერს, მარტა სტიუარტს და პიტერ გაბერს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ინდური სამოგზაურო გამოცემა Traveldine ცნობილი ამერიკელი მოგზაურისა და ტელეწამყვანის რიჩარდ ბენგზის 2022 წლის ყველაზე სასურველ სამოგზაურო მიმართულებს აქვეყნებს, სადაც საქართველოც მოხვდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
რიჩარდ ბენგზი სამოგზაურო პლატფორმა Steller-ისა და Expedia-ის აღმასრულებელი ჯგუფის თანადამფუძნებელია. ცნობილი მოგზაურის კომპანიის MT Sobek ინფორმაციით, პანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში 100%-ით გაიზარდა ეროვნულ პარკებსა და ველურ ბუნებაში მოგზაურთა რაოდეობა.
კომპანიის მონაცემებით, სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით წინასწარი ჯავშნების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ევროპის, კოსტა-რიკის, გალაპაგოსის, კლიმანჯაროს, პერუსა და საქართველოს მიმართულებით.
„ამ დაპაუზებულ პერიოდში მოგზაურებმა ღია სივრცეში დასვენება, სუფთა ჰაერის სუნთქვა და ველურ ბუნებაში მოგზაურობა დააფასეს. სახლებსა და ოფისებში ორწლიანი ყოფნის შემდეგ მზის სხივების, ქარის, გრილი მდინარის შხეფების სახეზე მოხვედრა არასდროს ყოფილა ისეთი სასიამოვნო და მოთხოვნადი, როგორც ახლა“, - წერს რიჩარდ ბენგზი.
რიჩარდ ბენგზმა სამოგზაურო თავგადასავლები დაუგეგმა ცნობილ ბიზნესმენებს, მათ შორის: ბილ გეითს, ჯეფ ბეზოსს, ბარი დილერს, მარტა სტიუარტსა და პიტერ გაბერს.
ყველა ახალი ამბავი
0