https://sputnik-georgia.com/20220124/ra-semtxvevasi-gadaiyvanen-kovidinficirebul-bavsvs-saavadmyofosi-protokolsi-cvlilebebia-263840530.html
რა შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფიცირებული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია: პროტოკოლში ცვლილებებია
რა შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფიცირებული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია: პროტოკოლში ცვლილებებია
Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში მოხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რა ცვლილებები შევიდა პროტოკოლში – ამის შესახებ თამარ გაბუნია საუბრობს
2022-01-24T16:57+0400
2022-01-24T16:57+0400
2023-08-17T18:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595345_0:0:1621:912_1920x0_80_0_0_da91e682e9be96e849126028953e6410.jpg
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომელი სიმპტომების შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფივირებული ბავშვების პოსპიტალიზაცია.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ: ინფექციონისტი>>მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ომიკრონის" შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება და ათობით მცირეწლოვანი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.როგორც გაბუნიამ განმარტა, შეიცვალა ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი და ჯანდაცვის სექტორი ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.მისი განმარტებით, ბავშვის არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას.კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტები კლინიკაში შეჰყავთ ძირითადად მაღალი სიცხით, თავის ტკივილით, პირღებინებით, რესპირატორული სიმპტომებით. კლინიკაში ასევე შეჰყავთ ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის მქონე ინფიცირებული პაციენტები.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების სამი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი 22 იანვარს დაფიქსირდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია. გასული კვირის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.
https://sputnik-georgia.com/20220122/ras-unda-miaqcion-yuradreba-msoblebma-postkovidue-periodsi-specialistis-rcevebi-263806008.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595345_181:0:1621:1080_1920x0_80_0_0_d7d83b157adcfb81e2c24c698abbc1b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაბუნია პროტოკოლი კორონავირუსი ომიკრონი ჰოსპიტალიზაცია
გაბუნია პროტოკოლი კორონავირუსი ომიკრონი ჰოსპიტალიზაცია
რა შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფიცირებული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია: პროტოკოლში ცვლილებებია
16:57 24.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) თბილისში ექიმები ბავშვთა და მოზარდთა მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობენ.
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომელი სიმპტომების შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფივირებული ბავშვების პოსპიტალიზაცია.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ომიკრონის" შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება და ათობით მცირეწლოვანი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც გაბუნიამ განმარტა, შეიცვალა ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი და ჯანდაცვის სექტორი ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
„პროტოკოლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მკურნალობა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, ბავშვის არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას.
კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტები კლინიკაში შეჰყავთ ძირითადად მაღალი სიცხით, თავის ტკივილით, პირღებინებით, რესპირატორული სიმპტომებით. კლინიკაში ასევე შეჰყავთ ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის მქონე ინფიცირებული პაციენტები.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების სამი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი 22 იანვარს დაფიქსირდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია. გასული კვირის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.