https://sputnik-georgia.com/20220124/qartvelma-eqimma-koronavirusis-wamali-gamoigona-263847520.html
ქართველმა ექიმმა კორონავირუსის წამალი გამოიგონა – შედეგები საოცარია
ქართველმა ექიმმა კორონავირუსის წამალი გამოიგონა – შედეგები საოცარია
Sputnik საქართველო
ალექსანდრე თავართქილაძის პრეპარატზე ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ "სულაჟერის" წყალობით მძიმე პაციენტებიც გამოკეთდნენ
2022-01-24T19:06+0400
2022-01-24T19:06+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897664_0:193:2955:1855_1920x0_80_0_0_7b8bd6a332116b4b33b6ba378b8b1de9.jpg
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველმა ექიმმა, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა სამედიცინო ონკოლოგიისა და კლინიკური გენეტიკის საკითხებში ალექსანდრე თავართქილაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიგონა – მას უკვე იყენებენ კოვიდ-ინფიცირებულებს შორის ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში.ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი წერსპრეპარატს „სულაჟერი“ ეწოდება. ის კოვიდსაწინააღმდეგო ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატია. ლურსმანაშვილის თქმით, პრეპარატი შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში, თუმცა აფთიაქებში ჯერჯერობით არ იყიდება.პრეპარატის კლინიკური ცდები ტარდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვის“ საავადმყოფოსა და საჩხერის კლინიკაში. როგორც ლურსმანაშვილი წერს, ამ დროისთვის „მიხაილოვის“ კლინიკაში „სულაჟერით“ მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად – 21. პრეპარატი ენიშნებათ 18 წელს ზემოთ პაციენტებს 90%–ზე ნაკლები სატურაციით, ასევე პრეპარატი ინიშნება, თუ კორონავირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდ დღეზე მეტი არ გასულა.ლურსმანაშვილის თქმით, გამონაკლისი დაუშვეს სამი მძიმე პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათი „სულაჟერით“ მკურნალობა ინფექციის პირველი სიმპტომებიდან 12–14 დღის შემდეგ დაიწყო.ექიმმა განსაკუთრებულად გამოყო სამი პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პირველი მათგანი იყო 210 კილოგრამი წონის 57 წლის მამაკაცი შაქრიანი დიაბეტით, ქრონიკული ვენური უკმარისობით, ჰიპერტენზიით, პაციენტი ბევრ თამბაქოს მოიხმარდა და სვამდა სპირტიან სასმელებს.ის კლინიკაში მოხვდა 82% სატურაციით. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და სატურაცია 50%–ზე ჩამოვიდა. „სულაჟერი“ მას სიმპტომების გამოვლენიდან მე-14 დღეს მისცეს. ახალი პრეპარატის მიღებიდან მეათე დღეს სატურაცია 92%–ზე ავიდა, ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან მალე გაწერეს.დანარჩენი ორი - 73 და 34 წლის პაციენტის შემთხვევებშიც სატურაცია დაბალი იყო და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 34 წლის ქალს ინტუბირება დასჭირდა. რეანიმაციაში ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს „სულაჟერი“ მისცეს და ახალი პრეპარატით მკურნალობიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ახალ ქართულ პრეპარატზე, მის შემადგენლობასა და დოზებზე, შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.soulageur.com.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897664_113:0:2842:2047_1920x0_80_0_0_a7b7a7a782bea6d35a87543c5f3e9b96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სულაჟერი პრეპარატი თავართქილაძე ექიმი
სულაჟერი პრეპარატი თავართქილაძე ექიმი
ქართველმა ექიმმა კორონავირუსის წამალი გამოიგონა – შედეგები საოცარია
19:06 24.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) პრეპარატის კლინიკური ცდები ტარდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიხალოვის საავადმყოფოში და საჩხერის კლინიკაში.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველმა ექიმმა, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა სამედიცინო ონკოლოგიისა და კლინიკური გენეტიკის საკითხებში ალექსანდრე თავართქილაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიგონა – მას უკვე იყენებენ კოვიდ-ინფიცირებულებს შორის ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი წერს
პრეპარატს „სულაჟერი“ ეწოდება. ის კოვიდსაწინააღმდეგო ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატია. ლურსმანაშვილის თქმით, პრეპარატი შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში, თუმცა აფთიაქებში ჯერჯერობით არ იყიდება.
პრეპარატის კლინიკური ცდები ტარდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვის“ საავადმყოფოსა და საჩხერის კლინიკაში.
როგორც ლურსმანაშვილი წერს, ამ დროისთვის „მიხაილოვის“ კლინიკაში „სულაჟერით“ მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად – 21.
პრეპარატი ენიშნებათ 18 წელს ზემოთ პაციენტებს 90%–ზე ნაკლები სატურაციით, ასევე პრეპარატი ინიშნება, თუ კორონავირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდ დღეზე მეტი არ გასულა.
ლურსმანაშვილის თქმით, გამონაკლისი დაუშვეს სამი მძიმე პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათი „სულაჟერით“ მკურნალობა ინფექციის პირველი სიმპტომებიდან 12–14 დღის შემდეგ დაიწყო.
„თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წელია. არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მით უმეტეს, სიკვდილი“, – აღნიშნა ლურსმანაშვილმა.
ექიმმა განსაკუთრებულად გამოყო სამი პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პირველი მათგანი იყო 210 კილოგრამი წონის 57 წლის მამაკაცი შაქრიანი დიაბეტით, ქრონიკული ვენური უკმარისობით, ჰიპერტენზიით, პაციენტი ბევრ თამბაქოს მოიხმარდა და სვამდა სპირტიან სასმელებს.
ის კლინიკაში მოხვდა 82% სატურაციით. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და სატურაცია 50%–ზე ჩამოვიდა. „სულაჟერი“ მას სიმპტომების გამოვლენიდან მე-14 დღეს მისცეს. ახალი პრეპარატის მიღებიდან მეათე დღეს სატურაცია 92%–ზე ავიდა, ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან მალე გაწერეს.
დანარჩენი ორი - 73 და 34 წლის პაციენტის შემთხვევებშიც სატურაცია დაბალი იყო და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 34 წლის ქალს ინტუბირება დასჭირდა. რეანიმაციაში ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს „სულაჟერი“ მისცეს და ახალი პრეპარატით მკურნალობიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური. თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით, განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად. კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ "სულაჟერმა", კარგად არ ვიცი“, – წერს ლურსმანაშვილი.
უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ახალ ქართულ პრეპარატზე, მის შემადგენლობასა და დოზებზე, შესაძლებელია ვებ-გვერდზე
www.soulageur.com.