მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoევროპის სასახლე სტრასბურგში, სადაც PACE-ს სხდომები იმართება
ევროპის სასახლე სტრასბურგში, სადაც PACE-ს სხდომები იმართება - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
ტინი კოქსი არის PACE-ში „გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების“ ჯგუფის თავმჯდომარე
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სენატორი ნიდერლანდებიდან ტინი კოქსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.
PACE-ს თავმჯდომარის პოსტზე მან ბელგიელი სენატორი ჰენდრიკ დამსი შეცვალა.
კენჭისყრა PACE-ს ზამთრის სესიის სხდომაზე გაიმართა. კოქსის კანდიდატურას მხარი 164-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტმა, PACE-ში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმაღლესი რადის დეპუტატმა მარია მეზენცევამ 80 ხმა დააგროვა.
„პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ დღის წესრიგის განსახორციელებლად... PACE-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის აღსრულება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა კოქსმა კენჭისყრის შემდეგ.
ტინი კოქსი არის ნიდერლანდების „სოციალისტური პარტიის" წევრი და PACE-ში „გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების“ ჯგუფის თავმჯდომარე.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს ასამბლეის წარმომადგენელთაგან ორი წლის ვადით ირჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0