https://sputnik-georgia.com/20220123/tocinosini-damarcxda-magram-daqveitebas-gadaurca-video-263815907.html
ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა დაქვეითებას გადაურჩა - ვიდეო
ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა დაქვეითებას გადაურჩა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა
2022-01-23T12:35+0400
2022-01-23T12:35+0400
2022-01-23T16:00+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249124139_0:175:2048:1327_1920x0_80_0_0_f75c254f525df2788017007c9b88f041.jpg
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ იანვრის სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ბოლო შეხვედრა წააგო და ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა.ლევან გორგაძე, რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა, სუპერტურნირის ბოლო დღეს დასავლეთის მე-2 მეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და საბოლოოდ ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით წააგო.ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა. იყო საფრთხე, რომ კიდევ ერთი უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დამშვიდობებოდა.აღსანიშნავია, რომ ქართველმა სუმოისტმა წლის პირველ სუპერტურნირზე დასკვნითი სამი ორთაბრძოლიდან ორის მოგება მოახერხა, რაც უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბოლოოდ ტოჩინოშინმა შეჯიბრი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითებას გადარჩა.ამჟამინდელი ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული გახდა სეკივაკე მიტაკუემი, რომელმაც ტურნირი 13 მოგებით და 2 მარცხით დაასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249124139_0:165:2048:1701_1920x0_80_0_0_928e3fbfa1b5f02b75d8625de15ed408.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტოჩინოშინი მარცხი დაქვეითება ვიდეო
ტოჩინოშინი მარცხი დაქვეითება ვიდეო
ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა დაქვეითებას გადაურჩა - ვიდეო
12:35 23.01.2022 (განახლებულია: 16:00 23.01.2022) ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ იანვრის სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ბოლო შეხვედრა წააგო და ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
ლევან გორგაძე, რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა, სუპერტურნირის ბოლო დღეს დასავლეთის მე-2 მეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და საბოლოოდ ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით წააგო.
ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა. იყო საფრთხე, რომ კიდევ ერთი უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დამშვიდობებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა სუმოისტმა წლის პირველ სუპერტურნირზე დასკვნითი სამი ორთაბრძოლიდან ორის მოგება მოახერხა, რაც უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბოლოოდ ტოჩინოშინმა შეჯიბრი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითებას გადარჩა.
ამჟამინდელი ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული გახდა სეკივაკე მიტაკუემი, რომელმაც ტურნირი 13 მოგებით და 2 მარცხით დაასრულა.