https://sputnik-georgia.com/20220123/saqartvelos-saaviacio-bazris-2021-wlis-liderebi-dasaxeldnen-263813058.html
საქართველოს საავიაციო ბაზრის 2021 წლის ლიდერები დასახელდნენ
საქართველოს საავიაციო ბაზრის 2021 წლის ლიდერები დასახელდნენ
Sputnik საქართველო
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines პირველ ადგილზეა
2022-01-23T09:31+0400
2022-01-23T09:31+0400
2022-01-23T14:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23433/59/234335977_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_4e44a6ed31a481f3630226c62989d423.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასახელა ის ავიაკომპანიები, რომლებიც 2021 წელს მგზავრების გადაყვანით ლიდერები გახდნენ.საქართველოს საჰაერო საზღვრები გასული წლის 1 თებერვალს გაიხსნა, თუმცა კოვიდ-შეზღუდვის პირობებში ავიაკომპანიების მიერ ფრენების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა.სააგენტოს ცნობით, მგზავრების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა დაიკავა, რომელმაც 2021 წელს 274,4 ათასი მგზავრი გადაიყვანა.მეორე ადგილი უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა გადამზიდავმა Wizz air-მა დაიკავა, რომელმაც 202,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მესამე ადგილზე 2021 წელს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Sky up Airlines იყო, რომელმაც 192,9 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მეოთხე ადგილზეა ბიუჯეტური თურქული კომპანია Pegasus Airlines, რომელმაც 2021 წელს 191,8 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ხუთეულს 188,4 ათასი მგზავრით ბელორუსული კომპანია Belavia ხურავს.ავიაკომპანიის ტოპ ათეულში ასევე მოხვდა: Fly Dubai - 135.059 მგზავრი, Flynas - 124.717 მგზავრი, Israir - 98.098 მგზავრი, Georgian Airways - 72.923 მგზავრი და Air Arabia - 72.344 მგზავრი. მთლიანობაში ავიაკომპანიებმა 2021 წელს 2.496.448 მგზავრი გადაიყვანეს, 2019 წელს, კოროვირუსის პანდემიის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 5.209.505 იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23433/59/234335977_392:333:2679:2048_1920x0_80_0_0_034071b8e92cfebe6666e8b116e8932b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ავიაცია ბაზარი 2021 წელი ლიდერები
საქართველო ავიაცია ბაზარი 2021 წელი ლიდერები
საქართველოს საავიაციო ბაზრის 2021 წლის ლიდერები დასახელდნენ
09:31 23.01.2022 (განახლებულია: 14:23 23.01.2022) გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით პირველ ადგილზეა ავიაკომპანია Turkish Airlines.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასახელა ის ავიაკომპანიები, რომლებიც 2021 წელს მგზავრების გადაყვანით ლიდერები გახდნენ.
საქართველოს საჰაერო საზღვრები გასული წლის 1 თებერვალს გაიხსნა, თუმცა კოვიდ-შეზღუდვის პირობებში ავიაკომპანიების მიერ ფრენების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
სააგენტოს ცნობით, მგზავრების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა დაიკავა, რომელმაც 2021 წელს 274,4 ათასი მგზავრი გადაიყვანა.
მეორე ადგილი უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა გადამზიდავმა Wizz air-მა დაიკავა, რომელმაც 202,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მესამე ადგილზე 2021 წელს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Sky up Airlines იყო, რომელმაც 192,9 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მეოთხე ადგილზეა ბიუჯეტური თურქული კომპანია Pegasus Airlines, რომელმაც 2021 წელს 191,8 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ხუთეულს 188,4 ათასი მგზავრით ბელორუსული კომპანია Belavia ხურავს.
ავიაკომპანიის ტოპ ათეულში ასევე მოხვდა: Fly Dubai - 135.059 მგზავრი, Flynas - 124.717 მგზავრი, Israir - 98.098 მგზავრი, Georgian Airways - 72.923 მგზავრი და Air Arabia - 72.344 მგზავრი. მთლიანობაში ავიაკომპანიებმა 2021 წელს 2.496.448 მგზავრი გადაიყვანეს, 2019 წელს, კოროვირუსის პანდემიის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 5.209.505 იყო.