NBA: გოგა ბითაძის რეკორდი და ორმაგი დუბლი Phoenix-თან - ვიდეო

© Facebook / Goga Bitadzeგოგა ბითაძე
გოგა ბითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
ქართველმა კალათბურთელმა „ფენიქსთან“ შეხვედრაში მოედანზე 35 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა“ სტუმრად „ფენიქს სანს“ (Phoenix Suns) დაუპირისპირდა, სადაც ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა ჩააგდო.
22 წლის ქართველი კალათბურთელი ბოლო დროს „ინდიანას“ რიგებში დიდ სათამაშო დროს იღებს. გოგა ბითაძემ „ფენიქსთან“ შეხვედრაში მოედანზე 35 წუთი გაატარა, აღნიშნულ დროში მან 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ამას გარდა, ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე ორი ასისტი და ერთი ბლოკია.
აღსანიშნავია, რომ „ინდიანას“ შემადგენლობაში გოგაზე 1 ქულით მეტი კრის დუარტემ და ლენს სტივენსონმა დააგროვეს - ორივე კალათბურთელმა მოწინააღმდეგის კალათაში 17-17 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა შორის კი საუკეთესო მიკალ ბრიჯისი იყო (23 ქულა).
„ინდიანა“ 17 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომავალ შეხვედრაში ბითაძის გუნდი გასვლაზე „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 იანვარს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0