https://sputnik-georgia.com/20220123/koronavirusis-semtxvevebi-oqros-birjaze-obieqti-daiketa-263818602.html
თბილისში „ოქროს ბირჟა“ დაიკეტა
თბილისში „ოქროს ბირჟა“ დაიკეტა
Sputnik საქართველო
„ოქროს ბირჟის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ობიექტი დაიკეტა.
2022-01-23T15:05+0400
2022-01-23T15:05+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23911/32/239113286_0:139:2000:1264_1920x0_80_0_0_fa4d8ac800be9ffc8073adf2dbf2213c.jpg
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისის „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურება, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.როგორც „ოქროს ბირჟის“ დირექტორი ეთერ ყიფიანი აცხადებს, გეგმიური ტესტირებისას კორონავირუსის ინფექცია 500-დან 40 თანამშრომელს გამოუვლინდა, რის გამოც ადმინისტრაციამ ობიექტის დროებით დაკეტვა გადაწყვიტა.მისი თქმით, ბირჟა 1 თებერვალს გაიხსნება. თანამშრომლებმა კი თან უნდა იქონიონ ტესტების უარყოფითი პასუხები.საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონს“ უკავშირდება ზედიზედ სამი ანტირეკორდი, რომელიც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დაფიქსირდა. ბოლო ასეთი ანტირეკორდი შაბათს დამყარდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.696-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.051.445-ს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23911/32/239113286_65:0:1934:1402_1920x0_80_0_0_d1091fa299ec08d121173926a67601ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კორონავირუსი შემთხვევები „ოქროს ბირჟა“ - ობიექტი დაკეტვა
კორონავირუსი შემთხვევები „ოქროს ბირჟა“ - ობიექტი დაკეტვა
თბილისში „ოქროს ბირჟა“ დაიკეტა
15:05 23.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ოქროს ბირჟის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ობიექტი დაიკეტა.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისის „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურება, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
როგორც „ოქროს ბირჟის“ დირექტორი ეთერ ყიფიანი აცხადებს, გეგმიური ტესტირებისას კორონავირუსის ინფექცია 500-დან 40 თანამშრომელს გამოუვლინდა, რის გამოც ადმინისტრაციამ ობიექტის დროებით დაკეტვა გადაწყვიტა.
„ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ და ახლა გამოჩნდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირით დაგვეკეტა... გუშინ ამ კოვიდტესტირებით გამოვლინდა 40 შემთხვევა, დანარჩენებს აქვთ გაციების სიმპტომები“, - განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, ბირჟა 1 თებერვალს გაიხსნება. თანამშრომლებმა კი თან უნდა იქონიონ ტესტების უარყოფითი პასუხები.
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონს“ უკავშირდება ზედიზედ სამი ანტირეკორდი, რომელიც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დაფიქსირდა. ბოლო ასეთი ანტირეკორდი შაბათს დამყარდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.696-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.051.445-ს მიაღწია.