გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. კახეთში, გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ყველა ახალი ამბავი
0