გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
ეპისკოპოსი მხოლოდ 46 წლის იყო
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
მეუფეს ივნისში 46 წელი შეუსრულდა.
„მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო გამოთქვამს დიდ გულისტკივილს და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო და მისი სულისთვის ლოცვებს აღავლენს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.701 -ს მიაღწია.
წყარო - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0