ვაინჰოლდის ფსიქოლოგიური ტესტი: ხართ თუ არა მიჯაჭვული ადამიანი?
17:21 23.01.2022 (განახლებულია: 17:23 23.01.2022)
© Pixabay / slightly_different
© Pixabay / slightly_different
გამოწერა
„სიგიჟემდე მიყვარს, უმისოდ ცხოვრება არ შემიძლია“ — ეს სიყვარული კი არ არის, არამედ მიჯაჭვულობა, თანადამოკიდებულებაა.
ეს არის მდგომარეობა, რომელსაც სხვა ადამიანში „შთანთქმა“, მასზე ძლიერი ემოციური, სოციალური და ზოგჯერ ფიზიკური დამოკიდებულებაც კი ახასიათებს.
თანადამოკიდებული, ანუ მიჯაჭვული ადამიანი მხოლოდ სხვისი ქცევის მართვით არის დაკავებული და საერთოდ არ ზრუნავს თავისი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მიჯაჭვულობა არის სოციალური და ევოლუციური პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა ჩვენგანი აწყდება რაღაც მომენტში, და ამაში სასირცხვილო არაფერია.
იმის დადგენა, ხართ თუ არა მიჯაჭვული, დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ქცევის იმ სოციალური და ოჯახური მოდელებისგან, რომლებიც ხელს გიშლით სულიერ განვითარებაში.
ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი ფსიქოლოგების, ბერი და ჯეინ ვაინჰოლდების 20-კითხვიან ტესტს, რომელიც მიჯაჭვულილ ადამიანების ტიპურ თვისებებს ასახავს.
გულწრფელად უპასუხეთ კითხვებს. გახსოვდეთ, როგორც წესი, ყველაზე ზუსტი პასუხი ის არის, რომელიც პირველი მოგდით თავში.
პასუხის ვარიანტები: არასდროს, ხანდახან, ხშირად, თითქმის ყოველთვის.
1.
ხშირად ვიღებ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების გრძნობებსა და/ან ქცევაზე2.
მიჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა — იქნება ეს ბედნიერება, ბრაზი, შიში, სევდა თუ შთაგონება3.
მიჭირს გრძნობების გამოხატვა4.
მაშფოთებს ან მაშინებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ რეაგირებენ სხვები ჩემს გრძნობებსა თუ ქმედებებზე5.
ვამცირებ პრობლემებს და უარვყოფ ან ვამახინჯებ სიმართლეს სხვათა გრძნობების ან ქცევის შესახებ6.
მიჭირს ახლო ურთიერთობების დამყარება ან შენარჩუნება7.
მეშინია, რომ ვიყო უარყოფილი8.
ყველაფერში სრულყოფილებისკენ ვისწრაფვი და საკუთარ თავს მკაცრად ვაფასებ9.
მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება10.
მჩვევია სხვისი აზრის გათვალისწინება, ნაცვლად იმისა, რომ ჩემი შეხედულებისამებრ ვიმოქმედო11.
ხშირად სხვების სურვილებსა და საჭიროებებს პირველ ადგილზე ვაყენებ12.
უფრო მეტად ვაფასებ სხვების აზრს, ვიდრე საკუთარს13.
ჩემი ღირსების გრძნობა დამოკიდებულია სხვა ადამიანების აზრსა თუ ქმედებებზე - მგონია, რომ ისინი უფრო ერკვევიან ამაში14.
მიმაჩნია, რომ დაუცველობის შეგრძნება და დახმარების თხოვნა ძალიან რთულია15.
ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი გავაკონტროლო ან პირიქით, პასუხისმგებლობა ავირიდო16.
ზედმეტად ლოიალური ვარ სხვების მიმართ, მაშინაც კი, როცა ეს გამართლებული არ არის17.
მჩვევია აზროვნება პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“18.
ძალიან ტოლერანტული ვარ არათანმიმდევრული და შერეული დავალებების მიმართ19.
ჩემს ცხოვრებაში ემოციურ კრიზისები და ქაოსი ხდება20.
ვისწრაფვი ისეთი ურთიერთობებისკენ, რომლებშიც თავს საჭიროდ ვიგრძნობ, და ვცდილობ მათ ასეთი სახით შენარჩუნებასშეაჯამეთ ქულები პასუხების გათვალისწინებით:
არასდროს — 1 ქულა;
ხანდახან — 2 ქულა;
ხშირად — 3 ქულა;
თითქმის ყოველთვის — 4 ქულა.
პასუხები:
60-80 ქულა — გახასიათებთ მიჯაჭვულობის უკიდურესად მაღალი ხარისხი;
40-59 ქულა — გახასიათებთ მიჯაჭვულობის მაღალი ხარისხი;
30-39 ქულა — გაქვთ თანადამოკიდებული და კონტრდამოკიდებული ქცევის გარკვეული წილი;
20-29 ქულა — გაქვთ თანადამოკიდებული და კონტრდამოკიდებული ქცევის უმნიშვნელო წილი.
კონტრდამოკიდებულება გულისხმობს ახლო და სანდო ურთიერთობებისთვის თავის არიდებას, ურთიერთობების, სხვა ადამიანთან გახსნის, სიყვარულზე სიყვარულით რეაგირების შიშს. ამ შემთხვევაში საუბარია შფოთვა-აცილების მიჯაჭვულობის ტიპზე.