„ჩამოიქროლე პირველმა“ - მესტიაში სვანური ციგურებით ექსტრემალური შეჯიბრება გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerმესტია
მესტია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
სვანეთში თებერვალში ძალიან საინტერესო და ექსტრემალური შეჯიბრება შედგება
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. მაღალმთიანი მესტია 5 თებერვალს პირველად უმასპინძლებს ექსტრემალური სრიალის შეჯიბრებას ლუჰმედზე (სვანური ხის ციგურები).
სპორტულ ღონისძიებას ეწოდება 𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗟𝘂𝗸𝘃𝗿𝗮𝗺𝗲 - სვანური სიტყვიდან „ლუკვრამე", რაც ნიშნავს „გაყინულს". თავად ლუჰმედი არის ხის მოწყობილობა ყინულზე და დატკეპნილ თოვლზე გადაადგილებისთვის.
ღონისძიების ჩატარების იდეა საქართველოში დაიბადა და კონკურსი წელს პირველად მესტიის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ლანჩვალში გაიმართება. კონკურსი აცოცხლებს სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში შემორჩენილ ყინულზე სრიალის ტრადიციას.
მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს. სავალდებულო მოთხოვნები მოიცავს მწვანე პასპორტს, თხილამურებით, სნოუბორდით ან ლუჰმედით სრიალის გამოცდილებას, დამცავ ჩაფხუტს და სიფხიზლეს. კონკურსში მონაწილეობა, ასევე დასწრება უფასოა.
ღონისძიების გამარჯვებული გახდება სამი ყველაზე სწრაფი მონაწილე - ისინი მიიღებენ პრიზებს კონკურსის პარტნიორებისგან. ჟიური ასევე გამოავლენს და დააჯილდოებს საუკეთესო კრეატიული სამოსის მქონე მონაწილეს.
ყველა ახალი ამბავი
0