მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრემიერ-მინისტრმა ქორწილი კოვიდ-შეზღუდვის გამო გააუქმა

© Facebook / Jacinda Ardernახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი
ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა არდერნმა საკუთარი ქორწილი ქვეყანაში ახალი კოვიდ-შეზღუდვების გამო გააუქმა
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა ქვეყანაში ახალი კოვიდ-შეზღუდვების გამო საკუთარი ქორწილის გაუქმების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება New Zealand Herald.
კორონავირუსის ახალ შტამთან, „ომიკრონთან“ დაკავშირებით, ახალი ზელანდია ორშაბათ ღამით რეაგირების „წითელ" დონეზე გადასასვლელად ემზადება. პრემიერის განცხადებით, ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა დაბადების დღეები და ქორწილები, 100 სტუმარზე მეტი არ დაიშვება, ხოლო ვაქცინაციის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში ლიმიტი 25 კაცით შემოიფარგლება.
„მე რაც შემეხება, ჩემი ქორწილი არ გაიმართება, მეც უბრალოდ ვუერთდები ახალ ზელანდიელებს, რომლებსაც ამის გაკეთება პანდემიის გამო მოუწიათ“, - განაცხადა 41 წლის არდერნმა პრესკონფერენციაზე.
„ასეთია ცხოვრება. შემიძლია ვთქვა, რომ არაფრით განვსხვავდები ათასობით სხვა ახალი ზელანდიელისგან", - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერმა.
წყარო - New Zealand Herald.
ყველა ახალი ამბავი
0