Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

28 გარდაცვლილი: როგორია ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.696-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.051.445-ს მიაღწია.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 9.696 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 5.646 შემთხვევა —დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 1.136, იმერეთი - 1.074, ქვემო ქართლი - 386, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, შიდა ქართლი - 311, კახეთი - 287, გურია - 182, სამცხე-ჯავახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.408 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962.035-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.701 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 74.683 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.557 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.981 ადამიანი, მათ შორის 1.122 - თბილისში, 672 - აჭარაში.
68.145 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათგან თბილისში — 33, აჭარაში — 6.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.696-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.051.445-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0