ხანძარი ფოთში: დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრე-მაშველები
მეხანძრე-მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ორი ბინა დაიწვა
თბილისი, 22 იანვარი– Sputnik. ფოთში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია ფინანსურად დაეხმარება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში, დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ბინა მთლიანად არის დამწვარი, ხოლო კიდევ ერთი - ნაწილობრივ.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
„ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფს“, - აღნიშნავენ მერიაში.
მერიის ცნობით, ოპერატიულად დაიწყება დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოებიც.
წყარო - ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
ყველა ახალი ამბავი
0