https://sputnik-georgia.com/20220122/tocinosinma-ianvris-basoze-mesvide-gamarjveba-izeima-263804482.html
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ვიდეო
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ლევან გორგაძემ საკუთარი ბალანსი გაათანაბრა
2022-01-22T13:06+0400
2022-01-22T13:06+0400
2022-01-22T13:07+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24521/65/245216593_0:189:2801:1764_1920x0_80_0_0_d32555cdd9e65d5d8ad85f94dca288b0.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-14 დღეს მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა წინააღმდეგობა ადვილად დაძლია და მეტოქე ეფექტური გდებით დოჰიოდან გადაიყვანა.იანვრის სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და შვიდი მარცხი ჰქონდა. ოკინოუმისთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით მისი ბალანსი გათანაბრდა - შვიდი გამარჯვება და შვიდი წაგება. ქართველ სუმოისტს უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად კიდევ ერთი შეხვედრის მოგებაც მართებს.აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24521/65/245216593_98:0:2701:1952_1920x0_80_0_0_5cf7638c4aead6abba0dd56b8760f85d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტოჩინოშინი იანვარი ბაშო გამარჯვება ვიდეო
ტოჩინოშინი იანვარი ბაშო გამარჯვება ვიდეო
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ვიდეო
13:06 22.01.2022 (განახლებულია: 13:07 22.01.2022) ლევან გორგაძემ საკუთარი ბალანსი გაათანაბრა
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-14 დღეს მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა წინააღმდეგობა ადვილად დაძლია და მეტოქე ეფექტური გდებით დოჰიოდან გადაიყვანა.
იანვრის სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და შვიდი მარცხი ჰქონდა. ოკინოუმისთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით მისი ბალანსი გათანაბრდა - შვიდი გამარჯვება და შვიდი წაგება. ქართველ სუმოისტს უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად კიდევ ერთი შეხვედრის მოგებაც მართებს.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.
იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.