https://sputnik-georgia.com/20220122/saqartvelos-prezidentma-ceskos-tavmjdomareobis-ori-kandidati-searcia-263808599.html
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შეარჩია
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შეარჩია
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კონსტიტუციონალისტი თენგიზ თევზაძე შეარჩია.
2022-01-22T18:47+0400
2022-01-22T18:47+0400
2022-01-22T19:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_0:197:3191:1993_1920x0_80_0_0_8e17c52da4417a321c06c3a7849ef833.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალი კონკურსი გახდა საჭირო, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება 2 თებერვალს ეწურებათ.ზურაბიშვილმა წარდგენილი სამი კანდიდატიდან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე აირჩია.ახლა კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის საკუთარ ხედვას საპარლამენტო სხდომაზე წარადგენენ.ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_277:149:2808:2047_1920x0_80_0_0_99baf963943cae734f7c1ff511f1c707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრეზიდენტi ცესკო თავმჯდომარe ორი კანდიდატი შერჩევა
საქართველო პრეზიდენტi ცესკო თავმჯდომარe ორი კანდიდატი შერჩევა
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შეარჩია
18:47 22.01.2022 (განახლებულია: 19:53 22.01.2022) ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კონსტიტუციონალისტი თენგიზ თევზაძე შეარჩია.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალი კონკურსი გახდა საჭირო, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება 2 თებერვალს ეწურებათ.
ზურაბიშვილმა წარდგენილი სამი კანდიდატიდან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე აირჩია.
ახლა კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის საკუთარ ხედვას საპარლამენტო სხდომაზე წარადგენენ.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.