ისტორიული გამარჯვება!საქართველოს ფუტსალის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე

© Georgian Football Federationსაქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
პირველი გაშვებული გოლების მიუხედავად ავთანდილ ასათიანის შეგირდები არ გატყდნენ
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩში აზერბაიჯანი დაამარცხა.
აზერბაიჯანელებმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე ვილელას დუბლის შედეგად ანგარიში უკვე 2:0 იყო მათ სასარგებლოდ.
მიუხედავად სწრაფად გაშვებული გოლებისა, ავთანდილ ასათიანის შეგირდები არ გატყდნენ და 10 წუთზე ელისანდრომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
შესვენების შემდეგ ბურთს ძირითადად ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, მეტოქე კი ძირითადად კონტრშეტევებზე იყო ორიენტირებული. საბოლოოდ, სათამაშო უპირატესობამ შედეგი გამოიღო - არჩილ სებისკვერაძემ შოთა თოფურიას პასით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
დაპირისპირებაში საბოლოო წერტილი ფეიტოზამ დააფიქსირა, რომელმაც 32-ე წუთზე პენალტი შეასრულა. ამის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრები მაქსიმალურად ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ტაბლოზე რიცხვები აღარ შეცვლილა.
„D" ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებებს შორის თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყო.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე მომდევნო მატჩს 26 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ასათიანის გუნდი ხვდება 1/4 ფინალში, სადაც თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადის.
ყველა ახალი ამბავი
0