Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: 22 იანვარს ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 956.627 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.199), გარდაიცვალა – 14.673 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.462 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.921 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 22 იანვარი– Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 11.039-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.041.749-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 956.627 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.199), გარდაიცვალა – 14.673 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.462 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.921 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 63.875 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38.686, PCR–ტესტით – 25.189.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 17,28%, ბოლო 14 დღის - 11,98%, ბოლო 7 დღის - 14,32%.
სულ ჩატარებულია 2.651.265 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.193 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0