https://sputnik-georgia.com/20220122/ceskos-moqmed-tavmjdomares-tanamdebobis-senarcunebis-imedi-aqvs-263811695.html
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს თანამდებობის შენარჩუნების იმედი აქვს
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს თანამდებობის შენარჩუნების იმედი აქვს
Sputnik საქართველო
კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს
2022-01-22T21:41+0400
2022-01-22T21:41+0400
2022-01-22T21:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485436_0:0:1628:916_1920x0_80_0_0_eb9122134eee33b6d6c14648e4c8676d.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს, როდესაც მის კანდიდატურას კენჭს უყრიან.შაბათს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - კალანდარიშვილი და ასევე კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე წარუდგინა.მან აღნიშნა, რომ არ იზიარებს ოპოზიციის მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკას გაატარებს.„კითხვის ნიშნები და სერიოზული კითხვის ნიშნები ჩემს და ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ არჩევნების დროს არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია ის კითხვები, წუხილი, კრიტიკა, რომელიც ჩემი კანდიდატურის მიმართ მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი. მთავარია, დღეს ჩვენ ვიყოთ კონსტრუქციულები. კრიტიკა, ბუნებრივია, ჯანსაღი პროცესის ნაწილია, მაგრამ ეს უნდა იყოს საფუძველზე დაყრდნობით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485436_0:0:1509:1132_1920x0_80_0_0_a52446d47365d23c1a689f04a77a9397.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო თავმჯდომარა თანამდებობა შენარჩუნება იმედი
ცესკო თავმჯდომარა თანამდებობა შენარჩუნება იმედი
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს თანამდებობის შენარჩუნების იმედი აქვს
21:41 22.01.2022 (განახლებულია: 21:42 22.01.2022) კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს, როდესაც მის კანდიდატურას კენჭს უყრიან.
შაბათს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - კალანდარიშვილი და ასევე კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე წარუდგინა.
„მაქვს... იმის დიდი იმედი, რომ ჩემს კანდიდატურას ექნება გარკვეული მხარდაჭერა, იქედან გამომდინარე, რომ გარდა იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, ეს არის დამოუკიდებლობა, კორპორატიული, ორგანიზაციული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება, ეს არის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, მიღწევები, რომელიც საარჩევნო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ არ იზიარებს ოპოზიციის მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკას გაატარებს.
„კითხვის ნიშნები და სერიოზული კითხვის ნიშნები ჩემს და ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ არჩევნების დროს არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია ის კითხვები, წუხილი, კრიტიკა, რომელიც ჩემი კანდიდატურის მიმართ მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი. მთავარია, დღეს ჩვენ ვიყოთ კონსტრუქციულები. კრიტიკა, ბუნებრივია, ჯანსაღი პროცესის ნაწილია, მაგრამ ეს უნდა იყოს საფუძველზე დაყრდნობით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.