ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა: დაკავებულია სამი პირი - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
სამართალდამცველებმა თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
თბილისი, 22 იანვარი– Sputnik. პოლიციამ თბილისსა და იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 47 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, 32 წლის მამაკაცს, პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა.
კიდევ ერთი ადამიანი კი ქუთაისში დააკავეს. წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 52 წლის მამაკაცის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაუზერის“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0