https://sputnik-georgia.com/20220121/turnava-qartuli-brendebis-dajildoebas-daeswro-263794107.html
ნათია თურნავა ქართული ბრენდების დაჯილდოებას დაესწრო
ნათია თურნავა ქართული ბრენდების დაჯილდოებას დაესწრო
Sputnik საქართველო
რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა – ამ და სხვა ნომინაციებში გამარჯვებული ქართული ბრენდები გამოავლინეს
2022-01-21T19:00+0400
2022-01-21T19:00+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546085_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_168f288ccf5c69faef7780b7121f8b33.jpg
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საამაყოა, რომ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ზე დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.მინისტრმა „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 20 იანვარს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართა.მისი თქმით, წლებია უკვე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას.„ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.„ქართული ბრენდის დღე“ საქართველოში წელს მეცხრამეტედ გაიმართა.ღონისძიებაზე გამარჯვებული კომპანიები გამოავლინეს ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვ.სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546085_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f4995fc8fb90d32d8f0ae96e778fc5d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრენდი ეკონომიკა თურნავა დაჯილდოება
ბრენდი ეკონომიკა თურნავა დაჯილდოება
ნათია თურნავა ქართული ბრენდების დაჯილდოებას დაესწრო
19:00 21.01.2022 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) „ქართული ბრენდის დღე“ საქართველოში წელს მეცხრამეტედ გაიმართა. ღონისძიებაზე მოწინავე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს, მათ შორის - რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვ.
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საამაყოა, რომ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ზე დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრმა „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 20 იანვარს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართა.
„წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, წლებია უკვე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას.
„ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ქართული ბრენდის დღე“ საქართველოში წელს მეცხრამეტედ გაიმართა.
ღონისძიებაზე გამარჯვებული კომპანიები გამოავლინეს ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვ.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.