რუსეთი შტატებისგან წერილობით რეაქციას ელოდება

© Press Service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2022
გამოწერა
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ რუსეთის შეთავაზებებს მომდევნო კვირაში უპასუხებს წერილობით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიპლომატების შეხვედრის მთავარი თემები, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა, იყო მოსკოვის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიები და ასევე უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება.

„შეხვედრა შუალედური იყო. ენტონი ბლინკენმა მითხრა, რომ დაკმაყოფილდა აზრთა გაცვლა-გამოცვლით, რომლებიც მათ მომდევნო კვირაში დაეხმარება. რამდენჯერმე გაესვა ხაზი, რომ წერილობით რეაქციას წარმოგვიდგენენ“, — აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, მოსკოვში ჯერ ვერ აფასებენ, ადგას თუ არა რუსეთი სწორ გზას აშშ-თან კონტაქტებში — ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ამერიკული მხარე წერილობით პასუხს გასცემს უსაფღტხოების გარანტიების ყველა პუნქტს.
რუსეთმა 2021 წლის ბოლოს გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან მოლაპარაკებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატომ სამხედრო ბაზების განთავსება შეწყვიტოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ მიიღოს უკრაინა ალიანსში და ასევე უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0