როგორი ბავშვები დაიბადებიან 2022 წელს – ასტროლოგი

© Pixabay / peridotmaizeჩვილი ბავშვი საფენში
ჩვილი ბავშვი საფენში - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2022
გამოწერა
ასტროლოგის აზრით, ადამიანებს, რომელთა დაბადების თარიღში ციფრი 2–ია, ძლიერი ინტუიცია აქვთ.
ასტროლოგი ალექსანდრ პანფილოვი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი ორიანია ადამიანის დაბადების თარიღში, მით უფრო განვითარებულია მათი ინტუიცია, მათ შეუძლიათ „წაიკითხონ" ადამიანების, ცხოველების (და შენობებისაც კი) ენერგია. ასეთი ადამიანები ძალზე ემოციური არიან და ფსიქოლოგიურად არასტაბილური.
2022 წლის შემთხვევაში სამმა ორიანმა ამ ადამიანებში შეიძლება მოიზიდოს სხვა ადამიანების უარყოფითი ენერგია, ცუდი განწყობა, შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე ან სხვა ნებისმიერი ნეგატივი.
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ასტროლოგის აზრით, ასეთმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი უნარების მართვა, მათ შორის, ადამიანების განკურნება.
თავიანთი ბუნებით ეს ადამიანები სულიერი არსებები, წინასწარმეტყველები არიან. ისინი ხედავენ სრულიად სხვა ფასეულობებს და ქვეყნებისა და მსოფლიოს მომავალს სულ სხვაგვარად ააშენებენ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
პანფილოვმა ასევე დასძინა, რომ ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღში ორიანებია, საკმაოდ გულჩათხრობილი არიან, არ უყვართ ბევრი ლაპარაკი და დიდ კომპანიაში თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
ყველა ახალი ამბავი
0