როდის აღდგება ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის: მოსკოვი პირობებს ასახელებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2022
გამოწერა
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა დროებითია, თუმცა მის გასაუქმებლად გარკვეული პირობები არსებობს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ზაფხულში აკრძალა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მღელვარება და ანტირუსული პროტესტების ტალღა მოჰყვა.

„ჩვენ არაერთხელ მოვნიშნეთ [აკრძალვის] გაუქმების პირობები. ისინი კარგად არის ცნობილი ქართული მხარისთვის. საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციაზე, რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხეების აღმოფხვრაზე. ასევე არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთი იძულებული იყო, მსგავსი ზომები „ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ“ მიეღო.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი რჩებიან „რუსეთ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული“.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0