https://sputnik-georgia.com/20220121/jandacvis-saministro-swrafi-testis-rirebulebis-sesaxeb-gancxadebas-avrcelebs-263795788.html
თუ სწრაფ ტესტში ფულის გადახდას ითხოვენ: ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
თუ სწრაფ ტესტში ფულის გადახდას ითხოვენ: ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის... 21.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-21T18:28+0400
2022-01-21T18:28+0400
2023-08-17T18:05+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის გაკეთებაში თანხის გადახდას ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.უწყებაში განმარტეს, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება და მასში ჩართულმა დაწესებულებებმა პირის უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ დაწესებულებებში სწრაფი ტესტის გაკეთებისთვის თანხა გადაიხადეს, შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს მიაწოდონ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 8.767-ით გაიზარდა.ბოლო 24 საათში ჩატარებულია 56.386 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35.725, PCR–ტესტით – 20.661.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თუ სწრაფ ტესტში ფულის გადახდას ითხოვენ: ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
18:28 21.01.2022 (განახლებულია: 18:05 17.08.2023) თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის გაკეთებაში თანხის გადახდას ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.
უწყებაში განმარტეს, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება და მასში ჩართულმა დაწესებულებებმა პირის უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.
იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ დაწესებულებებში სწრაფი ტესტის გაკეთებისთვის თანხა გადაიხადეს, შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს მიაწოდონ.
„თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა, გთხოვთ, დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე – regagency@moh.gov.ge. ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი. სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 8.767-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 56.386 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35.725, PCR–ტესტით – 20.661.