https://sputnik-georgia.com/20220121/gaxarias-partiis-wevrebma-awaris-organizacia-datoves-263798015.html
ხმაური გახარიას პარტიაში: აჭარის ორგანიზაცია დამფუძნებლებმა დატოვეს - ვიდეო
ხმაური გახარიას პარტიაში: აჭარის ორგანიზაცია დამფუძნებლებმა დატოვეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაზე ალაპარაკდნენ
2022-01-21T20:12+0400
2022-01-21T20:12+0400
2022-01-24T14:34+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
გიორგი გახარია
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260027319_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_242e567c4f4820436a7f07eba67f0927.jpg
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. აჭარაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლებმა დატოვეს. 25 დამფუძნებლიდან გიორგი გახარიას გუნდიდან 14 ადამიანი წავიდა.მათი განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“.კერძოდ, პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ, მიქელაძე ითხოვდა, რომ აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივანი თამილა ფაღავა ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსად დაენიშნათ, რაზეც ოპოზიციური კოალიციისგან უარი მიიღო.ამის შემდეგ მიქელაძემ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ ბათუმის ვიცე-მერობა მოსთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ დაიწყო ხმების შეგროვება.მათი თქმით, რთული წინასაარჩევნო მარათონიდან გამომდინარე, არ სურდათ გუნდში განხეთქილების შეტანა და ამ ყველაფერზე დუმილს ამჯობინებდნენ, თუმცა მათივე აზრით, დუმილმა პროცესები კიდევ უფრო გააუარესა.თავად პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა.გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გასული წლის თებერვალში დატოვა.ექს-პრემიერმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია 2021 წლის ივნისის დასაწყისში დააფუძნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260027319_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_cb60965109d17807bb1920037b7d01da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის“ ნაციონალური მოძრაობა
გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის“ ნაციონალური მოძრაობა
ხმაური გახარიას პარტიაში: აჭარის ორგანიზაცია დამფუძნებლებმა დატოვეს - ვიდეო
20:12 21.01.2022 (განახლებულია: 14:34 24.01.2022) პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრების განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგდა
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. აჭარაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლებმა დატოვეს. 25 დამფუძნებლიდან გიორგი გახარიას გუნდიდან 14 ადამიანი წავიდა.
მათი განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
კერძოდ, პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ, მიქელაძე ითხოვდა, რომ აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივანი თამილა ფაღავა ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსად დაენიშნათ, რაზეც ოპოზიციური კოალიციისგან უარი მიიღო.
ამის შემდეგ მიქელაძემ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ ბათუმის ვიცე-მერობა მოსთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ დაიწყო ხმების შეგროვება.
„ყველა ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა “, — განაცხადეს გახარიას გუნდის ყოფილმა წევრებმა.
მათი თქმით, რთული წინასაარჩევნო მარათონიდან გამომდინარე, არ სურდათ გუნდში განხეთქილების შეტანა და ამ ყველაფერზე დუმილს ამჯობინებდნენ, თუმცა მათივე აზრით, დუმილმა პროცესები კიდევ უფრო გააუარესა.
„ჩვენ არ გვსურს მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით“, - განაცხადეს გახარიას პარტიის ყოფილმა წევრებმა.
თავად პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გასული წლის თებერვალში დატოვა.
ექს-პრემიერმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია 2021 წლის ივნისის დასაწყისში დააფუძნა.