Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის ყველაზე საშინელი შტამი: გუტერიშმა მსოფლიო გააფრთხილა

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISSანტონიუ გუტერიში
ანტონიუ გუტერიში - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2022
გამოწერა
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის შემდეგი ვერსია შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე „ომიკრონი“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
მისი თქმით, გლობალური ვაქცინაციის ტემპები კოლექტიურ იმუნიტეტს აფრიკაში მხოლოდ 2024 წელს მიაღწევს, რაც ქმნის კიდეც ინფექციის ახალი და ბევრად საშიში ვარიანტების გაჩენის საფრთხეებს.
გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ პანდემიასთან საბრძოლველად.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ საგანგებო რეჟიმში COVID-19-თან ბრძოლაში. „ომიკრონი“ არის კიდევ ერთი გაფრთხილება. შემდეგი ვარიანტი შეიძლება იყოს უარესი“, — თქვა გუტერეშმა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება, ვირუსი ადამიანის უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, ვირუსის გავრცელების შეჩერება წელსაც დღის წესრიგში უნდა დარჩეს.
წყარო: გაერო
ყველა ახალი ამბავი
0