https://sputnik-georgia.com/20220121/263796410.html
პაპილომავირუსზე უფასოდ აცრას 13-18 წლის გოგონებიც შეძლებენ
პაპილომავირუსზე უფასოდ აცრას 13-18 წლის გოგონებიც შეძლებენ
Sputnik საქართველო
პაპილომავირუსი საშიში ინფექციაა, ცნობილია მისი 100-ზე მეტი გენოტიპი, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია.
2022-01-21T20:40+0400
2022-01-21T20:40+0400
2022-01-21T22:31+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_0:104:3273:1945_1920x0_80_0_0_6d4ecf9574f6aa149c2c9dcbd6249fbf.jpg
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 13–18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში დაიწყო. ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, თუმცა, თანხის გადახდის შემთხვევაში, ვაქცინას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ, მათ შორის, კაცებიც.ჯაბიძის განცხადებით HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით მოხდება:პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონებს, ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრების კურსი ორ დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამიტომ უმჯობესია, ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_15d3bc269fba6c956aa76988c3fc32f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პაპილომავირუსი ინფექცია დაავადება აცრა ვაქცინაცია კიბო
პაპილომავირუსი ინფექცია დაავადება აცრა ვაქცინაცია კიბო
პაპილომავირუსზე უფასოდ აცრას 13-18 წლის გოგონებიც შეძლებენ
20:40 21.01.2022 (განახლებულია: 22:31 21.01.2022) ამ დრომდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-დან 12 წლამდე გოგონებს შეეძლოთ
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 13–18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში დაიწყო. ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, თუმცა, თანხის გადახდის შემთხვევაში, ვაქცინას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ, მათ შორის, კაცებიც.
ჯაბიძის განცხადებით HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით მოხდება:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონებს, ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრების კურსი ორ დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამიტომ უმჯობესია, ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.