https://sputnik-georgia.com/20220121/263796166.html
თავდასხმა კოვიდ-კლინიკაში: პაციენტმა ექთანი დაჭრა - ვიდეო
თავდასხმა კოვიდ-კლინიკაში: პაციენტმა ექთანი დაჭრა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თავდასხმის შედეგად ექთანს ყელისა და სახის არეებში რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 21.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-21T18:46+0400
2022-01-21T18:46+0400
2022-01-21T18:46+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259612674_0:110:3036:1818_1920x0_80_0_0_fabb81db364b585430fe522889ab24cb.jpg
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik.ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი საგნით სახისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ინფორმაციას ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია ავრცელებს.შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ექთანმა შემოვლისას შეამჩნია, რომ პაციენტი თავს ცუდად გრძნობდა. კლინიკის თანამშრომელმა მას ჟანგბადის ნიღაბი მიაწოდა, რა დროსაც პაციენტი თავს დაესხა.როგორც ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, პაციენტი მკურნალობის კურსს რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, ექთანსა და პაციენტს შორის კი მანამდე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.მათი ცნობით, თავდამსხმელი გადაყვანილია მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ დამაკმაყოფილებელია. მას თავდასხმის შედეგად სახეზე და ყელზე მრავლობითი ნაკერების დადება დასჭირდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა სანერწყვე ჯირკვალი.ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირებულია. ასოციაცია გმობს ძალადობას სამედიცინო პერსონალზე და სახელმწიფოს მოუწოდებს უფრო ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს მედიკოსების დასაცავად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259612674_305:0:3036:2048_1920x0_80_0_0_10ae64b87b1ea83321088aa87c53d578.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
თავდასხმა კოვიდ-კლინიკაში: პაციენტმა ექთანი დაჭრა - ვიდეო
თავდასხმის შედეგად ექთანს ყელისა და სახის არეებში რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik.ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი საგნით სახისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ინფორმაციას ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია ავრცელებს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ექთანმა შემოვლისას შეამჩნია, რომ პაციენტი თავს ცუდად გრძნობდა. კლინიკის თანამშრომელმა მას ჟანგბადის ნიღაბი მიაწოდა, რა დროსაც პაციენტი თავს დაესხა.
როგორც ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, პაციენტი მკურნალობის კურსს რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, ექთანსა და პაციენტს შორის კი მანამდე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
„ექთანმა შემოვლისას შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა, მივიდა, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენჯერმე ბასრი იარაღით დაარტყა“, - აცხადებს სალომე ლოლუა.
მათი ცნობით, თავდამსხმელი გადაყვანილია მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ დამაკმაყოფილებელია. მას თავდასხმის შედეგად სახეზე და ყელზე მრავლობითი ნაკერების დადება დასჭირდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა სანერწყვე ჯირკვალი.
ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირებულია. ასოციაცია გმობს ძალადობას სამედიცინო პერსონალზე და სახელმწიფოს მოუწოდებს უფრო ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს მედიკოსების დასაცავად.