https://sputnik-georgia.com/20220120/wyneti-betaniis-gzaze-mozraoba-droebit-seizrudeba-263764954.html
წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება
2022-01-20T17:47+0400
2022-01-20T17:47+0400
2022-01-20T21:28+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24105/95/241059571_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_00d103112fbadae4ac15c79af14069fb.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ავტომობილებით გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე შეიზღუდება.როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 21 იანვრის დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება.2015 წლის ივნისის წყალდიდობის შემდეგ, როდესაც წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დიდი ტრაგედია დატრიალდა, წყნეთი–ბეთანიის გზას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ეს ტერიტორია მუდმივად კონტროლდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24105/95/241059571_56:0:944:666_1920x0_80_0_0_c46b4d3172e9e9536c99c969fa3ff266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი წყნეთი ბეთანია გზა ტრანსპორტი მოძრაობა
თბილისი წყნეთი ბეთანია გზა ტრანსპორტი მოძრაობა
წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17:47 20.01.2022 (განახლებულია: 21:28 20.01.2022) ავტომობილებისთვის გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე რამდენიმე საათით შეიზღუდება.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ავტომობილებით გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე შეიზღუდება.
„საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 21 იანვრის დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება.
2015 წლის ივნისის წყალდიდობის შემდეგ, როდესაც წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დიდი ტრაგედია დატრიალდა, წყნეთი–ბეთანიის გზას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ეს ტერიტორია მუდმივად კონტროლდება.