ვინ უყურებს ტელევიზორს: ბოლო მონაცემები

© Pixabay / Alehandra13ტელევიზორთან
ტელევიზორთან - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
კვლევის მონაწილეთა 72,5%-მა განაცხადა, რომ ტელეარხებს ყოვედლღე უყურებს.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოში 55 წელს ზემოთ პირებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზიაა, ხოლო ახალგაზრდობა სიახლეებს ინტერნეტით ეცნობა, ნათქვამია „პირველი არხის“ კვლევაში.
გამოკითხვაში სხვადასხვა რეგიონის 1,5 ათასი მცხოვრები მონაწილეობდა.
კვლევის მონაცემებით, 55 წელს ზემოთ პირების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ინფორმაციის ძირითადი წყარო მათთვის ტელევიზიაა. რაც შეეხება 44 წელს ქვემოთ ასაკის მოსახლეობას, მათთვის ინფორმაციის წყარო ინტერნეტია (გამოკითხულთა 50%-ზე მეტი). 45–54 წლის მოსახლეობა ინფორმაციას იღებს როგორც ინტერნეტის, ისე ტელევიზიის მეშვეობით.
ინტერნეტ–წყაროებიდან გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი (41,9%) ორიენტირებულია სოციალურ ქსელებზე, საინფორმაციო ვებ–გვერდებსა და ტელეარხების ვებ–გვერდებს ახალი ამბების გასაცნობად უპირატესობას ანიჭებს გამოკითხულთა, შესაბამისად, 4,7 და 1,9%.
© Pixabay / StockSnapტელევიზორთან პულტით
Поиск каналов  - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
ტელევიზორთან პულტით
ამასთან, კვლევის მონაწილეთა 72,5%-მა განაცხადა, რომ ტელეარხებს უყურებს ყოველდღე, 13,9%-მა – ყოველკვირეულად, 4,7%-მა – თვეში ერთხელ.
ტელევიზიის მაყურებელთა ძირითადი ნაწილი უმუშევარი, პენსიონერი და თვითდასაქმებულია. დასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ, გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 39%-ს შეადგენენ.
ვის ენდობიან
ტელევიზიებისადმი ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზეა ტელეარხი „იმედი“, მეორეზე – საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ნდობის რეიტინგში მესამე ადგილი გაიყვეს „რუსთავი 2“-მა და „TV პირველმა“.
რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან ოპოზიციური „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.
წყარო: „პირველი არხი"
ყველა ახალი ამბავი
0