სოცაგენტების გაფიცვა: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდება

© photo: Sputnik / Stringerსოცაგენტების გაფიცვა
სოცაგენტების გაფიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იქნება იმ კონკრეტული ნაბიჯების განხილვა, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად შეიძლება გადაიდგას
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია პარასკევს გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება და შექმნილ ვითარებას განიხილავს.
მეოთხე დღეა შეჩერებული აქვთ მუშაობა სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელს, მათ შორის სოციალურ აგენტებს, სპეციალისტებსა და იურისტებს. ისინი ხელფასების გაორმაგებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
„საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ გადაიდგას. სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ დოკუმენტი უკვე ძალაში შევიდა და ახლა მსჯელობა სხვა საკითხებზე იქნება.
გაფიცვის დაწყების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები 60%-მდე გაიზრდება.
კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი იქნება. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
სოცმუშაკების გაფიცვის მეოთხე დღე: აქციები თბილისსა და ბათუმში >>
სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ზრდა ორივე კომპონენტს შეეხება. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60%-მდე გაეზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0