მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკვითების ოქროს საქმე: გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურება - უნიკალური განძის ვიდეო

© photo: Sputnik / Constantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკშიКоллекция скифского золота в Центральном музее Тавриды в Симферополе
Коллекция скифского золота в Центральном музее Тавриды в Симферополе - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყირიმის მუზეუმებს ერთ კვირა დარჩათ ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, რომელიც სკვითების ოქროს უკრაინისთვის გადაცემას შეეხება, განუცხადა РИА Новости-ს ნიდერლანდების უზენაესი სასამართლოს პრესმდივანმა ვინსენტ ჰიუნტინკმა.
ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ გასული წლის 26 ოქტომბერს დაადგინა, რომ სკვითების ოქრო უკრაინას უნდა გადაეცეს. ყირიმის მუზეუმებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ, მაგრამ სარჩელი ამ დრომდე არ შეუტანიათ.

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია განაცხადი. სარჩელის შემოტანის ვადა 2022 წლის 26 იანვარს იწურება“, — აღნიშნა ჰიუნტინკმა.

ნიდერლანდის სასამართლომ გასული წლის 26 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყირიმის ოთხი მუზეუმის დაახლოებით 2 ათასი არტეფაქტი უკრაინის საკუთრებაა და არა ყირიმისა. აღნიშნული არტეფაქტები ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვლის დასაწყისში გაიტანეს ამსტერდამში ალარდ პირსონის მუზეუმში გამოსაფენად, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული ჯერ კიდევ არ შედიოდა რუსეთის შემადგენლობაში. მანამდე, 2013 წელს, ექსპოზიცია „ყირიმი: ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები“ ბონში იყო გამოფენილი, საიდანაც ჩაიტანეს ამსტერდამში.
პირსონის მუზეუმმა 2014 წლის აგვისტოში, როდესაც ყირიმს უკვე რუსეთი აკონტროლებდა, გადაწყვიტა, რომ ექსპონატები არც ყირიმისთვის დაებრუნებინა და არც უკრაინისთვის მანამ, სანამ კომპეტენტური სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა, ან მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგებოდა.
აღნიშნული ექსპოზიცია მოიცავს ნივთებს, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი ევროპაში. მათ შორისაა ჩინური ლაქის ზარდახშები უსტ-ალმინსკის სამარხიდან (ბახჩისარაის მახლობლად), მოხატული საკურთხეველი სკვითების მეფე სკილურის სამარხიდან, სკვითების გველის ფეხებიანი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ქალაქ ქერჩის სიმბოლოდ მიიჩნევა და მრავალი სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0