https://sputnik-georgia.com/20220120/sad-wavida-kuchava-qartuli-ocneba-ganmartebas-aketebs-263767148.html
სად წავიდა კუჭავა? მმართველ პარტიაში განმარტება გააკეთეს
სად წავიდა კუჭავა? მმართველ პარტიაში განმარტება გააკეთეს
Sputnik საქართველო
თუ რატომ დატოვა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანო ამ დრომდე უცნობია 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T18:40+0400
2022-01-20T18:40+0400
2022-01-20T18:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251582470_0:41:3001:1729_1920x0_80_0_0_7448beac8368dd49d1e6bc4a690e1273.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარყო ინფორმაცია პარლამენტის ექს-სპიკერ კახა კუჭავას „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.კუჭავამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის აპრილიდან ეკავა, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა.მისი ადგილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დაიკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კუჭავა სადეპუტატო უფლებამოსილებასაც იხსნის.დღეს პარლამენტის ექს-სპიკერმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს მიმართა.პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო პარტიულ სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა. „საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. 2015 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება - საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.„საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, თითოეულის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, 98 პროექტი დაფინანსებულია პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.
https://sputnik-georgia.com/20220120/kuchavam-parlaments-mimarta-263757789.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251582470_320:0:2679:1769_1920x0_80_0_0_54198a2f063d6652e831d9b31c4e34f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სად წავიდა კუჭავა? მმართველ პარტიაში განმარტება გააკეთეს
თუ რატომ დატოვა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანო ამ დრომდე უცნობია
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარყო ინფორმაცია პარლამენტის ექს-სპიკერ კახა კუჭავას „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.
კუჭავამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის აპრილიდან ეკავა, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა.
მისი ადგილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დაიკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კუჭავა სადეპუტატო უფლებამოსილებასაც იხსნის.
„ეს არასწორი ინფორმაციაა. როდესაც ამის დრო მოვა, გაიგებთ“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს პარლამენტის ექს-სპიკერმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო პარტიულ სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. 2015 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება - საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
„საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, თითოეულის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, 98 პროექტი დაფინანსებულია პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.