რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვვები რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა) გამო დაწესდა.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზებზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი.
უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

საერთაშორისო მნიშვნელობის გზები:

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, თოვისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნულირეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულოპოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები:

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კმ მონაკვეთზე ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბუქსიეთი-ჩხაკაურას მონაკვეთზე ( ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 17-33-ე კმ) დიდთოვლობის გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის 1-17-ე კმ (ჩოხატაური-ბუქსიეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნაქერალას უღელტეხილზე ( ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთი) თოვლის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ცაგერი-მელეს მონაკვეთზე (ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 42-125-ე კმ) ინტენსიური თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის 1-42-ე კმ (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი) ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის 86-106-ე კმ მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე ( ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-186-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, 138-186-ე კმ (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის 1-30-ე კმ (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს
ყველა ახალი ამბავი
0