Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფოტოები - ქეთა თოფურიამ შვილებთან და გერებთან ერთად ზღაპრული დასვენება მოიწყო

© courtesy of Keta Topuriaქეთა თოფურია ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად
ქეთა თოფურია ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
მომღერალი დიდი ოჯახით დუბაის სტუმრობს
ჯგუფ A Studio-ს სოლისტი ზამთრის არდადეგებს მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, დედასთან, შვილებთან და გერებთან ერთად დუბაიში ატარებს. ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ატარებენ დროს.
ლევ დენგოვს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. ქეთა თოფურიასთან მას საერთო შვილი ადამი ჰყავს, რომელიც გასული წლის იანვარში მოევლინა სამყაროს. ქეთას გოგონა - ოლივიაც ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელიც წელს პირველად მივიდა სკოლაში.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქეთას და ლევის შვილები ერთად დროს შესანიშნავად ატარებენ და მათთან თამაშს პატარა ადამიც ცდილობს, რომლის სახეს ქეთა, ჯერჯერობით არ აჩენს.
ყველა ახალი ამბავი
0