Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაფერი მიყვარს რაც მას უკავშირდება“- ორსული ნინიკო ნაცარიშვილი საქმროს ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Niniko Natsarishviliნინიკო ნაცარიშვილი
ნინიკო ნაცარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე აღარ მალავს, რომ ბავშს ელოდება
კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის საცოლე, 22 წლის ნინიკო ნაცარიშვილი „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს პასუხობს და ადასტურებს, რომ ნამდვილად ელოდება შვილს, ორსულობისას 7-8 კილოგრამი მოიმატა, ამჯერად თბილისშია და კითხვაზე, ჰქვია თუ არა ცოლი, ის პასუხობს: „მინდა ვიყო ცოლი“ მქვია“.
მისი ხელმომწერების კითხვების უმეტესობა მის მეორე ნახევარს ეხებოდა. ნაცარიშვილმა აღნიშნა, რომ მასზე საუბარს არ აპირებს და არც საჯაროდ გამოჩენას, თუმცა რომანტიკული ფოტო მაინც გააზიარა სოციალურ ქსელში, სადაც წყვილის მხოლოდ ხელები ჩანს. „ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, - დაწერა ნაცარიშვილმა.
ბათუმელი ლამაზმანი, ნინიკო ნაცარიშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის ბიზნესმენის და მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის საცოლე იყო, თუმცა წყვილი სკანდალურად დაშორდა. ნაცარიშვილს ერთი უიღბლო ქორწინება უკვე აქვს აჭარელ ფეხბურთელთან გიორგი ჩელებაძესთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკომ და კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ ფარულად იქორწინეს.
ყველა ახალი ამბავი
0